Wednesday, March 10, 2010

საძიებო სისტემები



საძიებო სისტემები და კატალოგები მსოფლიო ინტერნეტ-სივრცის განუყოფელი ნაწილია და ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული მოთხოვნითაც სარგებლობს. საძიებო სისტემა არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად, სურათებად, ვიდეოებად და ა.შ. ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით.
2008 წელს, კომპანია Net Applications-ის მონაცემებით Google ფლობდა მთელი ბაზრის 79.90 %-ს, Yahoo — 11.01 %, MSN — 3.23 %, AOL — 2.17 %, Microsoft Live Search — 1.57 %, Ask — 1.10 %, AltaVista — 0.09 %, Excite — 0.04 %, Lycos — 0.01 %, All the Web — 0.01 %
რაც შეეხება გუგლს, ის 1998 წელს შეიქმნა. იგი დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქციას, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.

http://ka.wikipedia.org/wiki/საძიებო_სისტემა


http://navigator.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=2&info_id=3417

1 comment:

  1. კარგი ტექსტია, წყაროებიც მოყვანილი გყავს. უბრალოდ ეგებ თავად ტექსტშიც გააკეთო ლინკები. მაგალითად სადაც საძიებო სიტყვები გაქვს ჩამოთვლილი კარგი იქნებოდა რომ ისინი ლინკები ყოფილიყვნენ. და PageRank-იც შეიძლება ლინკი ყოფილიყო მაგალითად ვიკიპედიაზე, იმ სტატიაზე რომელიც ამ სიტყვას განმარტავს.

    ReplyDelete