Saturday, February 20, 2010

როგორ შეიცვალა მედია ტექნოლოგიები ბოლო ათი წლის მანძილზე


10 წლის წინ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით თუ რა ცვლილებები და ტექნოლოგიური წინსვლა გვექნებოდა 2010 წლამდე. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ მოიცვა მთლიანი მედია სივრცე: ტელევიზია, რადიო ინტერნეტი და გაზეთი. თუ ადრე ვერ ვუყურებდით ძველ გადაცემას, ეხლა ეს თავისუფლად შესაძლებელია. რაც შეეხება რადიოს, შეიქმნა ინტერნეტ რადიოები,რომელიც პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით გვთავაზობს იგივე გადაცემას, რასაც რადიოში ვუსმენთ. ასევე შესაძლებელია ძველი გადაცემების ჩანაწერის ნახვა და ჩვენთვის სასურველ დროს მოსმენა. ეს ყველაფერი უადვილებს ადამინს ცხოვრებას და საშუალებას აძლევს მოუცლელობის მიუხედავად მაინც ინფორმირებული იყოს.ინტერნეტი ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ტელევიზიაში მომუშავე ტექნიკური ჯგუფი ვალდებულია გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ გადაცემებს მხოლოდ ტელევიზორში არ უყურებს მომხმარებელი, არამედ უკვე მობილურ ტელეფონში, აიფოდში...

Friday, February 19, 2010


Web 1.0 Web 2.0
DoubleClick --> Google AdSense
Ofoto --> Flickr
Britannica Online --> Wikipedia
personal websites --> blogging
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ჩამონათვალიდან რაც სახეცვლილამა web2-მა მოგვცა. ტერმინი web 2 წარმოიშვა დარსი დინუცის სტატიაში ,,ფრაგმენტი მომავლიდან" 1999 წელს. ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო მომხმარებლისთვის და საშუალებას აძლევდა მათ ემუშავათ განახლებული სისტემით. web 2.0 ტექნოლოგიები ზრდიან ჩვენს შესაძლებლობებს მოვიძიოთ საინტერესო ინფორმაცია. ამ ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელია ყველასთვის ხელმისაწვდომობა. იგი საუკეთესო არჩევანია დღეს. web 2 იძლევა საშუალებას უფასოდ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფრმაცია.



http://www.sandroasatiani.com/_sanPersonal/_UG/Online_Communications_For_Jurnalists/02_web02.pdf
http://en.wikipedia.org/wiki/Web_2.0

Thursday, February 18, 2010


ქართული შრიფტს არც თუ დიდი ხნის ისტორია აქვს, ის დაახლოებით 1980იანი წლებიდან იწყება.შრიფტი ეს არის ასოების, ციფრების, ნიშნებისა და სიმბოლოების ერთობლიობა. თავდაპირველად, ქართველმა პროგრამისტებმა ქართული შრიფტი ლათინურს მიაბეს. ეს ხშირად დიდ დაბრკოლებას უქმნიდა მომხმარებელს. ქართული შრიფტი არ იყო ყველა კომპიუტერში, რაც საშუალებას არ აძლევდა მსურველებს ტექსტი წაეკითხათ ქართულ ენაზე. ქართული შრიფტი
“sylfaen” შექმნილია ბესარიონ გუგუშვილის მიერ. მას 751 სიმბოლო აქვს და მისი უნიკოდი არის (უტფ–8). დღეს საქართველოში უკვე 600 ფონტია შექმნილი.


http://www.vletter.com/aboutfonts.htm

Wednesday, February 17, 2010


უფასო პროგრამები _ ეს არის კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა _ პროგრამები, რომლის გამოყენება უფასოდაა შესაძლებელი ან საფასურის გადახდა ნებაყოფლობითია. პროგრამული უზრუნველყოფის ამ სახეობას საფუძველი ჩაუყარა ენდრიუ ფლუგელმანმა, რომელმაც შექმა საკომუნიკაციო პროგრამა და ტრადიციული მეთოდებით მისი გავრცელება ვერ მოახერხა ფასის სიდიდის გამო.
როგორც წესი, უფასო პროგრამა განუსაზღვრელი დროით ფუნქციონირებს სრული დატვირთვით ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, ამასთან, მისი გამოყენება კანონიერია. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში უფასო პროგრამის ავტორი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს პროგრამით მოსარგებლეთა წრის მიმართ, მაგალითად, პროგრამა უფასო შეიძლება იყოს მხოლოდ არაკომერციული მიზნით გამოყენებისა და პირადი მოხმარებისთვის. ამიტომ განასხვავებენ ერთმანეთისგან უფასო პროგრამებსა და ისეთ პროგრამებს, რომელთა გამოყენება შეზღუდული არ არის რაიმე კრიტერიუმით და მათით სარგებლობა სრულიად თავისუფალია. პირველ შემთხვევაში გადამწყვეტია სასყიდლიანობის მომენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში მთავარია პროგრამის გამოყენების თავისუფლება.

გამოყენებული წყაროები:
http://www.internet-guide.co.uk/freeware.html
http://en.wikipedia.org/wiki/Freeware

Wednesday, February 10, 2010


ბლოგი,ეს არის ვებ-საიტი, რომელსაც აწარმოებს ერთი ან რამოდენიმე ადამიანი. იგი სხვადასხვა მიზნით გამოყენება. ზოგი მას გასართობად იყენებს, ზოგი კი მას უფრო სერიოზულ დატვირთვას აძლევს.

ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან სხვა ახალ ამბავს კონკრეტული თემის ირგვლივ. ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას.

ბლოგი აძლევს ადამიანს საშუალებას დაუტოვოს კომენტარი და გამოთქვას თავისი აზრი სხვადასხვა თემის გარშემო.

არსებობს ორი სახის ბლოგი: პირადი და კორპორატიული. ეს უკანასკნელი გამოიყენება ბოზნეს მიზმებისათვის.

Wednesday, February 3, 2010

windows 7

Windows 7 (ყოფილი Blackcomb და Vienna) არის ოპერაციული სისტემის ვინდოუსი 2009 წლის ვერსია, გამოსული იმავე წლის 22 ოქტომბერს. თავდაპირველად მათ სურდათ მისი 2005 წელს გამოცემა.

სისტემა, რომელსაც ეწოდა კოდური სახელი Blackcomb, მიზნად ისახავდა ფაილების ძიების და მონაცემთა დამუშავების გამარტივების, ფაილური სისტემის WinFS და სხვა სიახლეების შემოტანას. ბილ გეიტსის თქმით, Blackcomb უნდა ყოფილიყო სტრიქონი, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს მომხმარებლის ნაწერს და ავტომატურად შეივსება”.

თუმცა, Blackcomb გადაიდო ამასობაში დაიწყო მუშაობა სისტემაზე Longhorn, რომლის დებიუტიც 2003 წლისათვის იყო დაგეგმილი. ამ ვერსიაში თავდაპირველად შეიტანეს გადადებული პროექტის რამდენიმე ელემენტი. საბოლოოდ, Longhorn-ს ეწოდა Windows Vista და იგი ოფიციალურად გამოვიდა 2007 წლის იანვარში.

ეს არის ჩემი პირველი ლექცია, სადაც შევქმენით ბლოგი და ვისაუბრეთ ოპერატიულ სისტემებზე.