Wednesday, April 28, 2010

RSS-Really Simple Syndication


RSS-თან ერთად ინტერნეტში ინფორმაციის ძიება უფრო ადვილი გახდა. ვებ-პროგრამისტებს შეუძლიათ გაავრცელონ თავიანთი ინფორმაცია უფრო ადვილად. მაგალითად თუ გვსურს, რომ რამოდენიმე საიტიდან ერთდროულად მივიღოთ ახალი ამბები ამისათვის უნდა გადმოვიწეროთ google reader მასში არჩეული საიტებიდან ყოველდღიურად, როცა კი საიტი განახლდება მოგვივა ახალი ინფორმაცია და შესაძლებელი იქნება წავიკითხოტ იგი ჩვენს გვერდზე. მაგალითად, თუ ჟურნალისტს მესაჭიროება ნიუსები სხვადასხვა ონლინე გამოცემებისგან, მივუთითებ თითოეულის ვებ საიტს და ყველა მათი ინფორმაცია თავს მოიყრის ჩემს ერთ გევრდზე. ეს არის სიახლეების გაგების საუკეთესო საშუალება. 

Friday, April 9, 2010

Facebook


სოციალურმა ქსელებმა მთელი მსოფლიოს მოსახლეობა რომ ინტერნეტ სივრცეში ჩაითრია ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. მათი რიცხვი კი დღითითღე იზრდება, ისევე როგორც მათი მომხმარებელთა რიცხვიც. ჩემს მეგობრებში ყველაზე პოპულარული დღეს facebook.com-ია.მასში დაახლოებით ერთი წლის წინ გავწევრიანდი და მას შემდეგ დღე არ გავა რომ არ შევამოწმო  ჩემი მეგობრების საქმიანობა, მიმდინარე მოვლენები და ა.შ. მასში ისეთი ადამიანები აღმოვაჩინე, რომელთა ასავალ-დასავალი ნამდვილად აღარ ვიცოდი. ძალიან საინტერესოა მისი შექმნის ისტორია. იგი მარკ ელიოტ ცუკერბერგმა შექმნა.   ფორბსის 2010 წლის მონაცემებით იგი $4 მილიარდის მფლობელია. ცუკერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში. ეს კიდევ ერთი მაგალითია ,,სტუდენტური” პროექტისა, შეგახსენებთ, რომ www.google.com  ასევე სტუდენტებმა შექმნეს. ეს კარგ მაგალითად უნდა ექცეს ყველა სტუდენეტს, რადგან დიდი ცოდნის და გამოცდილების შეენა არ არის აუცილებელი საინტერესო რაიმეს შესაქმნელად. 

Wednesday, April 7, 2010

Google Calendar


Google თავის სხვა სერვისებთან ერთად გვთავაზობს ყოველდღიურ კალენდარს. მისი მეშვეობით შესაძლებელია დავგეგმოთ დღე წინასწარ და დატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად არ დაგვავიწყდეს არაფერი. მასში აღნიშნული მოქმედებები მოდის მითითებულ მაილზე და გახსენებს თავს. კალენდრის მოხმარების შემთხვევაში თქვენ ასევე შეგიძლიათ აღნიშნოთ სასურველი დღე თქვენი მეგობრის კალენდარშიც და შეახსენოთ მას თუ ერთად მიდიხართ სადმე და ა.შ. მასში შესაძლებებლია შეიქმნას მინი კალენდარი, რომელიც შეგიძლიათ გამოაჩინოთ ან დამალოთ. შეიძლება გსურდეთ რაიმე  ინფორმაცია სხვა ვერ ნახოს და ეს სერვისი სწორედ ამგვარ დროს არის რეკომენდირებული.