
10 წლის წინ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით თუ რა ცვლილებები და ტექნოლოგიური წინსვლა გვექნებოდა 2010 წლამდე. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ მოიცვა მთლიანი მედია სივრცე: ტელევიზია, რადიო ინტერნეტი და გაზეთი. თუ ადრე ვერ ვუყურებდით ძველ გადაცემას, ეხლა ეს თავისუფლად შესაძლებელია. რაც შეეხება რადიოს, შეიქმნა ინტერნეტ რადიოები,რომელიც პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით გვთავაზობს იგივე გადაცემას, რასაც რადიოში ვუსმენთ. ასევე შესაძლებელია ძველი გადაცემების ჩანაწერის ნახვა და ჩვენთვის სასურველ დროს მოსმენა. ეს ყველაფერი უადვილებს ადამინს ცხოვრებას და საშუალებას აძლევს მოუცლელობის მიუხედავად მაინც ინფორმირებული იყოს.ინტერნეტი ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ტელევიზიაში მომუშავე ტექნიკური ჯგუფი ვალდებულია გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ გადაცემებს მხოლოდ ტელევიზორში არ უყურებს მომხმარებელი, არამედ უკვე მობილურ ტელეფონში, აიფოდში...
No comments:
Post a Comment