Friday, March 26, 2010

მოდელირებული ,,ქრონიკა”


ჯერ ქართველ ხალხს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ ჰქონდა კარგად გააზრებული, რომ უეცრად ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 13 მარტს ”ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.  
მოდელირებული ქრონიკის პროდიუსერმა განიზრახა წინასწარ დაგეგმილი სცენარით მაყურებლისთვის დიდი დარტყმა მიეყენებინა. თუმცა "ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის” ხელმძღვანელი გიორგი არველაძე აცხადებს, რომ “ტელეიმედის” ეთერში გასული “მოდელირებული ქრონიკის” მიზანი საზოგადოების დაშინება არ ყოფილა. მისი განცხადებით, “იმედის” ხელმძღვანელობა აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც აღნიშნულმა გადაცემამ გამოიწვია და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მისი თქმით, თითის გაშვერას არავისკენ აპირებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას თავად იღებს.
ბოდიში კი ამგვარ დროს ნაკლებად თუ აინტერესებს საზოგადოებას. როდესაც ამგვარი გადაცემა მზადდება, კეთილი უნდა ინებოს არხმა და მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე ხშირად უნდა მიაწოდოს მაყურებელს რეკლამის სახით, რომ ეთერში გავა იმიტირებული გადაცემა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს 2010 წლის ზაფხულში. 
 “ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვების” სატელევიზიო კომენტარებით სააკაშვილმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ ამ გადაცემის იდეა, მისი ფორმა და შინაარსი ხელისუფლებიდან მოდის. სააკაშვილის განცხადებით “ქრონიკის რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, რაც შეიძლება მოხდეს”. იგივეს იმეორებს “იმედის” ხელმძღვანელი არველაძეც.
ტელეკომპანია ,,იმედისთვის” ვფიქრობ, საკმაოდ წამგებიანი იყო ეს გადაცემა. არხმა დაკარგა ნდობა, ისევე როგორც მასში მომუშავე ჟურნალისტებმა.  
15 მარტს საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს განცხადება ტელეკომპანია „იმედის” ეთერით რუსული ინტერვენციის მოდელირებული საინფორმაციო გამოშვების შესახებ, სადაც საბჭოს წევრები ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხზე მიუთითებენ. როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თოქ-შოუს წამყვანმა ნათია კობერიძემ, რომელიც, იმავდროულად, ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის ხელმომწერიცაა, უხეშად დაარღვია პროფესიული ნორმები. ამგვარად, ამ გადაცემის გასვლის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თვით ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს კომპეტენციაც, რომელსაც არაერთმა ჟურნალისტმა მოაწერა ხელი. 
მოდელირებულ “ქორნიკას” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ც გამოეხმაურა:
“‘არ შეიძლება უკონტროლო იყოს ესა თუ ის არხი და ასეთ უმსგავსობებს გადასცემდეს. ეს გადაცემა ხალხმა მიიღო, როგორც სინამდვილე და თუკი ეს მართლაც მოხდა, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. შევთხოვოთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ’’, - ბრძანებს უწმინდესი.
აშშ-ს ელჩის საქართველოში ჯონ ბასის შეფასებით, "მოდელირებული ქრონიკა" უპასუხისმგებლობა იყო და ჟურნალისტურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. 
"გადაცემა არ მინახავს, მაგრამ მოსახლების რეაქციიდან გამომდინარე გასაგებია საუბარი რაზეც იყო. ეს იყო უპასუხისმგებლობა და ნამდვილად არ შეესაბამებოდა ჟურნალისტულ სტანდარტებს", - აღნიშნა ბასმა. 
აშშ-ს ელჩის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები ისედაც გართულებულია და მას კიდევ სენსასციის დამატება არ სჭირდება. 
"მე ველოდები, რომ ამ ფაქტს ლოგიკური პასუხი გაეცემა", - განაცხადა ჯონ ბასმა.
ამ ყველაფერზე ხალხმა პახუსი უნდა მოსთხოვოს არხს, მაგრამ პასუხად ,,ბოდიში” ვფიქრობ ნაკლებად მისაღები და გასათვალისწინებელია. არხის რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება. 

ინტერნეტის შექმნის დrოს არავინ არც კი ფიქრობდა რომ მისით დიდი ფულის შოვნა იქნებოდა შესაძლებელი. ორმა ჩვენნაირმა სტუდენტმა, ლარი ფეიჯმა და სერგი ბრინმა ერთ დღეს გადაწყვიტეს შეექმნათ უნიკალური საშუალება, იმისთვის რომ გადაეწყვიტათ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა: მონაცემთა უზარმაზარი ბაზიდან, ქსელიდან, საჭირო ინფორმაციის მიღების გამარტივება. მეგობრები სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში შეუდგნენ ამ იდეაზე მუშაობას. ეს ყველაფერი რასაკვირველია დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მათ დაიწყეს ძებნა პოტენციური დამფინანსებლისა. თავდაპირველა პროქტს ყველა სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ მათ მაინც მიმართეს Sun Microsystems–ის დამფუძნებელს, რომელიც ისე მოიხიბლა მათი გეგმებით, რომ დაუყოვნებლივ გამოუწერა მათ $100,000–ის ჩეკი. ეს თანხა დამეთანხმებით არაფერია იმასთან შედარებით რაც დღეს ამ კომპანია მოგება აქვს, აქ ხომ უკვე ლაპარაკია მილიარდობით დოლარზე. ყველაფერი გაგეცინაბათ და ავტოფარეხში დაიწყო, სადაც ერთი ადამიანი მუშაობდა, თანდათანობით გაიზარდა შემოსავალი და მომუშავე პერსონალთა რაოდენობაც. ისინი გაფართოვდნენ და დღესდღეობით Google.com მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებელი ვებ–გვერდია ინტერნეტში და მისი მომხმარებლის რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ასე რომ ამგვარი წარმატება შეიძლება სწორედ ჩვენი სტუდენტობის დროსაც კი მოვიდეს, მთავარი კი ალბათ მაინც მონდომება, ბევრი შრომა და იღბალია:)

Wednesday, March 24, 2010


www. parents. ge ესე ქვია საიტს, რომლიც მომავალ დედებს აძლევს მისთვის სასურველ და საჭირო რჩევებს. ასევე საიტი გვთავაზობს ბავშვის მოვლის წესებს, კვების ნორმებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. საიტი, როგორც დედა, ვფიქრობ ძალიან პრაქტიკულია და ყოველდღიურად გამოსაყენებელი. უბრალოდ შეუძლებელია ყველა არსებულ კითხვაზე ექიმთან დაკავშირება, საიტი კი ნებისმიერ კითხვაზე ამომაწურავ პასუხს გვცემს და გვაძელვს სხვადასხვა დარიგებებს. საიტი წარმოებს ფორუმის სახით და მასში ბევრი თემა განიხილება, ასევე დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება ერთმანეთშიც ისაუბრონ და გაავცელონ სასურველი და სასარგებლო ინფორმაცია. 

Friday, March 19, 2010


ამაზონი არის ელექტრონული ვარჭრობის მსოფლიო კომპანია. სათაო ოფისი აქვს სიეტლში. იგი ამერიკის უმსხვილესი საცალო ონლაინ მოვაჭრეა
www.amazon.com დააარსა ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს და ბაზარზე გამოჩნდა 1995ში
თავიდან წიგნების ონლაინ მაღაზია იყო, მაგრამ მალევე გაამრავალფეროვნა თავისი პროდუქცია და დაემატა ვიდეო, DVD CD Mp3, კომპიუტერული ტექნიკა, ვიდეო თამაშები, ელექტროსაქონელი, ავეჯი, საჭმელი, სათამაშოები და ასე შემდეგ.
ამაზონმა შექმნა ცალკე საიტები კანადისთვის, ინგლისისთვის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის და ჩინეთისთვის. მის სერვისში ასევე შედის საერთაშორისო მიწოდება ზოგიერთ ქვეყანაში ზოგ პროდუქციაზე
2009 წლის 15 იანვრის გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც Verdict Research–მა ჩაატარა, ამაზონი აღიარეს ინგლისის ფავორიტად მუსიკისა და ვიდეო გაყიდვებში, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე მოხვდა.
www.amazon.com-ს აქვს ოფისები და სერვის ცეტრები ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.
http://en.wikipedia.org/wiki/Amazon.com

Wednesday, March 17, 2010

Analytics



Google.com ეს ის საიტია საიდანაც შესაძლებელია გავიგოთ ჩვენი ბლოგის, ან თუნდაც საიტიც რეიტინგი და სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი შემოდის კონკრეტულ საიტზე. მისი საშულაბით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ თუ რომელი მომხმარებელი საიდან შემოდის, რომელ ინტერნეტ ბრაუზერს იყენებს,რომელ ქვეყანაშია და ასევე გავიგებთ თუ რა ინტერნეტ ქსელით სარგელობს იგი. Google Analytics მსგავსია www.top.ge რომელიც დღეს ვფიქრობ უფრო პოპულარუალია და მისით უფრო მეტი ქართული საიტი სარგებლობს. იგი აფიქსირებს რამდენი მომხმარებელი შემოდის სატზე, რომელია მათგან ახალი და რომელი ძველი.

Friday, March 12, 2010

Browser


ინტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად „HTTP კლიენტს“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს „HTML დოკუმენტებისინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. დღეისთვის მრავალი ინტერნეტ-ბრაუზერი არსებობს, მათ შორის პერსონალური კომპიუტერებისთვის ყველაზე პოპულარულია: Opera, Mozilla Firefox, Safari, Internet Explorer, Netscape Navigator.

Opera  წარმოადგენს უფასო კორპორატიულ კომპიუტერულ პროგრამას ინტერნეტ-ნავიგაციისათვის და ინტერნეტთან დაკავშირებული ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა:  წერილების მიღება-გაგზავნა, საკონტაქტო ინფორმაციის მართვა, საუბარი, სიახლეების მართვა და .. პროგრამას აწარმოებს კომპანია Opera Software, რომელიც ოსლოში (ნორვეგია) მდებარეობს. პროგრამული პროდუქტი შექმნილია რამდენიმე ოპერაციული სისტემისათვის, მათ შორის: Windows, Mac OS X, Solaris, Linux.

http://ka.wikipedia.org/wiki/ინტერნეტ_ბრაუზერი

http://ka.wikipedia.org/wiki/Opera_(ბრაუზერი)

Wednesday, March 10, 2010

საძიებო სისტემები



საძიებო სისტემები და კატალოგები მსოფლიო ინტერნეტ-სივრცის განუყოფელი ნაწილია და ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული მოთხოვნითაც სარგებლობს. საძიებო სისტემა არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად, სურათებად, ვიდეოებად და ა.შ. ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით.
2008 წელს, კომპანია Net Applications-ის მონაცემებით Google ფლობდა მთელი ბაზრის 79.90 %-ს, Yahoo — 11.01 %, MSN — 3.23 %, AOL — 2.17 %, Microsoft Live Search — 1.57 %, Ask — 1.10 %, AltaVista — 0.09 %, Excite — 0.04 %, Lycos — 0.01 %, All the Web — 0.01 %
რაც შეეხება გუგლს, ის 1998 წელს შეიქმნა. იგი დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქციას, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.

http://ka.wikipedia.org/wiki/საძიებო_სისტემა


http://navigator.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=2&info_id=3417