Wednesday, February 17, 2010


უფასო პროგრამები _ ეს არის კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა _ პროგრამები, რომლის გამოყენება უფასოდაა შესაძლებელი ან საფასურის გადახდა ნებაყოფლობითია. პროგრამული უზრუნველყოფის ამ სახეობას საფუძველი ჩაუყარა ენდრიუ ფლუგელმანმა, რომელმაც შექმა საკომუნიკაციო პროგრამა და ტრადიციული მეთოდებით მისი გავრცელება ვერ მოახერხა ფასის სიდიდის გამო.
როგორც წესი, უფასო პროგრამა განუსაზღვრელი დროით ფუნქციონირებს სრული დატვირთვით ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, ამასთან, მისი გამოყენება კანონიერია. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში უფასო პროგრამის ავტორი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს პროგრამით მოსარგებლეთა წრის მიმართ, მაგალითად, პროგრამა უფასო შეიძლება იყოს მხოლოდ არაკომერციული მიზნით გამოყენებისა და პირადი მოხმარებისთვის. ამიტომ განასხვავებენ ერთმანეთისგან უფასო პროგრამებსა და ისეთ პროგრამებს, რომელთა გამოყენება შეზღუდული არ არის რაიმე კრიტერიუმით და მათით სარგებლობა სრულიად თავისუფალია. პირველ შემთხვევაში გადამწყვეტია სასყიდლიანობის მომენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში მთავარია პროგრამის გამოყენების თავისუფლება.

გამოყენებული წყაროები:
http://www.internet-guide.co.uk/freeware.html
http://en.wikipedia.org/wiki/Freeware

No comments:

Post a Comment