Friday, April 9, 2010

Facebook


სოციალურმა ქსელებმა მთელი მსოფლიოს მოსახლეობა რომ ინტერნეტ სივრცეში ჩაითრია ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. მათი რიცხვი კი დღითითღე იზრდება, ისევე როგორც მათი მომხმარებელთა რიცხვიც. ჩემს მეგობრებში ყველაზე პოპულარული დღეს facebook.com-ია.მასში დაახლოებით ერთი წლის წინ გავწევრიანდი და მას შემდეგ დღე არ გავა რომ არ შევამოწმო  ჩემი მეგობრების საქმიანობა, მიმდინარე მოვლენები და ა.შ. მასში ისეთი ადამიანები აღმოვაჩინე, რომელთა ასავალ-დასავალი ნამდვილად აღარ ვიცოდი. ძალიან საინტერესოა მისი შექმნის ისტორია. იგი მარკ ელიოტ ცუკერბერგმა შექმნა.   ფორბსის 2010 წლის მონაცემებით იგი $4 მილიარდის მფლობელია. ცუკერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში. ეს კიდევ ერთი მაგალითია ,,სტუდენტური” პროექტისა, შეგახსენებთ, რომ www.google.com  ასევე სტუდენტებმა შექმნეს. ეს კარგ მაგალითად უნდა ექცეს ყველა სტუდენეტს, რადგან დიდი ცოდნის და გამოცდილების შეენა არ არის აუცილებელი საინტერესო რაიმეს შესაქმნელად. 

1 comment:

  1. ძალიან კაი ტექსტია:) ყოჩაღ. არის შენი მოსაზრებებიც და, კონკრეტული ინფორმაციაც და ლინკებიც :)

    ReplyDelete